Wednesday, July 9, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგი-,,პროექტზე დაფუძვნებუი სწავლება'' იყო მეტად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი. ვისწავლე ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა და წარმოება. ავირჩიე თემა -,,ნინოწმინდა-საგარეჯოს ეპარქია". შევქმენი პუბლიკაციის ჩეკლისტი. შემდეგ  პუბლიკაცია შევქმენი. შევადგინე პროექტის სამუშაო გეგმა. შევავსე სათანადო მასალით. შევქმენი საპრეზენტაციო სლაიდები და მოვახდინე პროექტის პრეზენტაცია. მივირე ტრენერის რჩევები,რომელტაც გამოვიყენებ მუშაობის დროს.
     დიდ მადლობას ვუხდი რუსუდან მარკოზაშვილს გაწეული შრომისათვის.

ჩემი ელექტრონული პორტფოლიო

ნინოწმინდა-საგარეჯოს ეპარქია

Tuesday, July 8, 2014

პროექტის მერვე დღე

დღევანდელი დღე  დაიწყო გამეორება- განმტკიცებით. ვიმუშავეთ მე-6-ე ,მე-7 -ე მოდულზე. განვიხილეთ ინსტრუქციები.როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ტექნოლოგიურად.რა დავალებები უნდა მივცეთ სხვადასხვა კატეგორიის  მოსწავლეებს. დავისახეთ მიზნად  წინასწარ შედგენილი შაბლონების შეთავაზება მოსწავლეებისათვის. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

Monday, July 7, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე ჩვეულებისამებრ დაიწყო გამეორება - გამტკიცებით. მოვისმინეთ საშინაო დავალების პრეზენტაცია კოლეგის მიერ შესრულებული, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. შევისწავლეთ შეფასების რუბრიკების შედგენა. შევქმენით მოსწავლის შეფასების რუბრიკა, მოსწავლეთა ურთიერთშეფასების რუბრიკა, გაზეთის შეფასების რუბრიკა, გაზეთის ჩეკლისტის რუბრიკა, მასწავლებლის შეფასების რუბრიკა. რაც აქტიურად დამეხმარება პროექტზე მუშაობაში.

Tuesday, July 1, 2014

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე ჩვეულებისამებრ დაიწყო გამეორება- განმტკიცებით. გავეცანი თუ როგორ მოახდინოს მოსწავლემ სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულება და დაფიქსირება. კერძოდ გავეცანით გაზეთის შექმნის პრინციპს. გაზეთის შაბლონის გამოყენებით შევქმენი პროექტისათვის საჭირო გაზეთი-,,ნინოწმინდა პალატები მეფეთა,,

Monday, June 30, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

გავეცანი ხანგრძლივ დროში გაწერილი გეგმას და მის კომპონენტებს. შევქმენით პრეზენტაციის სლაიდები. ვისწავლე მათი გაფორმება.ჩვენ სახემძღვანელოს მისამართი  გადვიტანეთ url -ში.გავეცანით თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ეფექტური ძიების წესები. ვისწავლეთ გუგლში საჭირო მასალის მოძიება და გადატანა სასურველ ადგილზე.

Sunday, June 29, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღე ჩვეულებისამებრ დაიწყო შესწავლილი მასალის გამეორება-განმტკიცებით .გავეცანი წინარე ცოდნის შეფასებას.  გავეცანი შეფასების სქემებს.  ავირჩიე ჩემთვის მისაღები შეფასების სქემა და ვიმუშავე ამ სქემის შევსებაზე.